საზოგადოება
დღეს საქართველოში COVID-19-ით 1 972 ადამიანი დაინფიცირდა და 2 737 გამოჯანმრთელდა
2020-12-24 11:20:13
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 737 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია - 216 843
- გამოჯანმრთელებულია - 194 705
- გარდაცვლილია - 2 276
- კარანტინის რეჟიმში რჩება - 405
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 13 699, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 7 146, PCR ტესტით - 6 553;
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 588
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 149
კომენტარები