მსოფლიო
სასიკვდილოდ გაიმეტა 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა – რა მოხდა “ვივამედში”?
2020-12-18 10:52:58
კლინიკა “ვივამედის” პიარსამსახურის უფროსი, ნინო ნადირაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“როგორც ადამიანი, მე გავიგებდი აფექტურ მდგომარეობას, როდესაც ახლობელი გიკვდება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ იყო, გარდაცვლილი პაციენტი ზუსტად ჩვენ კლინიკაში ბევრჯერ გადავარჩინეთ სიკვდილს, როდესაც თვითდაზიანებებს იყენებდა და, როდესაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საპატიმროდან გათავისუფლდა, თავისუფლებაში ყოფნისასაც ისევ ჩვენს კლინიკას მომართეს, რადგან ბევრჯერ ნახეს ჩვენი ექიმების თავდადება, თუმცა გუშინ მისი გადარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდა, და მათ თავად მოაწერეს ხელი, რომ ჩვენს მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ. დღეს რაც ჩაიდინეს, ეს იყო უკიდურესად ამაზრზენი, გაიმეტო სასიკვდილოდ 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა”
შეგახსენებთ, გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა, დაცვის თანამშრომელი დაჭრეს.
კომენტარები