საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2020-12-08 11:30:01
საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 893 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 169 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 141 392 გამოჯანმრთელდა, 1 576 კი, გარდაიცვალა.
კომენტარები