საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიისას დაღუპული 22 წლის გოგო ანა გოგრიჭიანია
2020-12-07 13:20:05
წუხელ კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიისას დაღუპული 22 წლის გოგო ანა გოგრიჭიანია.
როგორც მისი სოციალური ქსელიდან ირკვევა, გოგონა მოყვარული ავტომრბოლელი იყო.
შეგახსენებთ, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები