2 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შეზღუდვებს მყისიერი შედეგი არ მოაქვს, 1-დან 2 თვემდე უნდა, რომ შედეგი ვნახოთ – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსის პიკშია და ეს 2–3 კვირა გაგრძელდება. მისი თქმით, ამის შემდეგ ვითარება დასატაბილურდება და ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდება.

„შეზღუდვებმა აუცილებლად უნდა მოიტანოს დადებითი შედეგი. კერძოდ, უნდა შემცირდეს შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა ამ შედეგებს დაუყოვნებლივ არ ველოდებით, რადგან იცით, ადამიანი რომ დაინფიცირდება, მის გამოვლენას ინკუბაციის ორკვირიანი პერიოდი სჭირდება. ორი კვირის შემდეგ უნდა ვიგრძნოთ პირველი შედეგები – ახალი შემთხვევების რიცხვი უნდა დასტაბილურდეს, არ იყოს მატება და შემდეგ წამოვიდეს ქვევით. ეს არ არის იოლი პროცესი. ასეთ წერტოლოვან შეზღუდვებს მყისიერი შედეგი არ მოაქვს, დაახლოებით ერთი თვიდან ორ თვემდე უნდა, რომ შედეგი ვნახოთ. ჩვენთან შედეგს უეჭველად მივიღებთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ პირველ არხთან საუბრისას.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა ვითარების მართვას ახერხებს.

„ამ სიტუაციაში საქართველო, მიუხედავად ძალიან რთული ეპიდსიტუაციისა, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ახერხებს ძნელად, შეფერხებებით, დაგვიანებით, ხარვეზებით, თუმცა მაინც ახერხებს სიტუაციის მართვას. რა იგულისხმება ამაში: მართალია, ადგილი აქვს ტესტირების და პასუხის დაგვიანებას, 112 -თან დაკავშირებით დაგვიანებას, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მომსახურება ყოველთვის ოპერატიულად ვერ ხდება, ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია გართულებულია და რაც მთავარია, კლინიკაში ადგილები ზოგჯერ არასაკმარისია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მძიმე პაციენტის მოთავსება, მაგრამ ეს ხარვეზები არის პირობითი, შეფარდებითი, ნაკლები, ვიდრე ევროპისა და ამერიკის წამყვან ქვეყნებში.

ეს შეიძლება ითქვას, ნაკლები შეღავათია ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ უნდათ, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ჩვენც გვინდა, მაგრამ უნდა შევხედოთ სინამდვილეს თვალებში, რომ საქართველოში ეს პროცესები იმართება უკეთესად, ყოველ შემთვევაში არაუარესად, ვიდრე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებშია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები