2 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით ეზრდებათ

2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარით იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასევე პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასის ზრდა.

გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის ჯამურად გამოყოფილია 103.1 მლნ ლარი.

აგრეთვე, 30 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მიწის რეგისტრაციის ღონისძიებების ხელშეწყობისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები