მსოფლიო
პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2020-12-01 10:55:26
ვერძი
ხელსაყრელი დღეა, რომელიც უმაღლესი ძალების მხარდაჭერას, კოლეგების, მეგობრების ან ნათესავების დახმარებას მოგიტანთ. კარგი პერიოდია რომანტიკული შეხვედრებისთვის და მკურნალობისთვის. შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ გეგმა განახორციელოთ და წარმატებას მიაღწიოთ.
კურო
თქვენი ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდება. შესაძლოა, ფინანსური შემოსავალი დიდი არ იყოს, მაგრამ არც მის მისაღებად დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევა. მოსალოდნელია სტუმრების ვიზიტი. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც კრეატიულობის პოზიციიდან მიიღებთ, განხორციელდება. სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანებს უამრავ სასიამოვნო მომენტს აჩუქებთ.
ტყუპები
დღე ასოცირდება კოსმოსური ენერგიის მიღებასთან. ხელსაყრელია ახალი ნაცნობობა და ძველ მეგობრებთან შეხვედრა. ნებისმიერი საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ, წარმატებით განხორციელდება. მოსალოდნელია სტუმრების ვიზიტი. გირჩევთ თავი შეიკავოთ ოფიციალურობისგან და დაძაბულობისგან.
კირჩხიბი
დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება – სავარაუდოდ, სამსახურში კონფლიქტი განვითარდება. თუკი დისტანციურად მუშაობთ, საერთო „ჩატში“ ნუ იაქტიურებთ, ნუ აფორიაქდებით და მოვლენების განვითარებას დაელოდეთ. საღამოს სასიამოვნო ამბავს შეიტყობთ.
ლომი
შესანიშნავი დღეა ცოლ-ქმრული ურთიერთობებისთვის, მკურნალობისთვის და ოთხფეხა მეგობრის შეძენისთვის. ლომ ქალებს შესაძლოა, გავლენიანი მფარველები გამოუჩნდნენ. მამაკაცებს ვურჩევთ ქალებთან ურთიერთობის დროს მეტი თავდაჭერილობა გამოავლინონ და უარი თქვან ექსტრავაგანტულ მოქმედებებზე.
ქალწული
სასიცოცხლო პოტენციალის მკვეთრი შემცირების გამო დღეს ზედმეტი დატვირთვა განსაკუთრებით საშიშია. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყების, დოკუმენტებზე ხელის მოწერისა და ავტომობილის სწრაფად ტარებისგან. სიყვარულში იმედგაცრუებას რთულად გადაიტანთ. თავდაჯერებულობის გრძნობას თანდათან დაკარგავთ და მის ნაცვლად, უსარგებლობის განცდა დაგეუფლებათ. გირჩევთ ემოციებს გაუმკლავდეთ და საკუთარ ქმედებებს გადახედოთ. უარს ნუ იტყვით ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებაზე.
სასწორი
უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, სრული დატვირთვით მუშაობას მოახერხებთ და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას განამტკიცებთ. გაითვალისწინეთ, რომ ბიზნესის წარმატება თქვენს გამძლეობასა და სიბრძნეზეა დამოკიდებული. ამ დღის მოვლენებმა შეიძლება საკუთარ თავზე წარმოდგენა შეგიცვალოთ.
მორიელი
მშვიდი და პასიური დღეა. ეცადეთ, გუნდს ძალიან არ ჩამოშორდეთ. ნუ ეცდებით, მასისგან გამორჩეული იყოთ, ამის გაკეთებას ახლა მაინც ვერ შეძლებთ. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და გადაღლას. სიმშვიდეს და კომფორტს მხოლოდ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში იპოვით.
მშვილდოსანი
მოსალოდნელი მოგზაურობა ან საქმიანი ვიზიტი თქვენს ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინს გაამართლებს. თქვენი ახალი იდეები და ინიციატივები ხელმძღვანელობის მხრიდან ღირსეულად დაფასდება. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში აქტიურობა შეამციროთ და პარტნიორებთან ურთიერთობისას ემოციებს არ აჰყვეთ. შეიძლება, ვიღაცის არაკეთილსინდისიერი საქციელის გამო გული გეტკინოთ.
თხის რქა
ხელსაყრელი პერიოდია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, წარსული გამოცდილება შეაფასოთ და წარმატებული გეგმები დასახოთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, სანამ ძველ საქმეებს არ დაასრულებთ. სიყვარულში იმედგაცრუებას რთულად გადაიტანთ. ეცადეთ, ნეგატიურ ემოციებს მშვიდად გაუმკლავდეთ. გირჩევთ ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებაზე უარი არ თქვათ.
მერწყული
ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს და ნუ აღელდებით ვიღაცის ნათქვამის გამო. შეიძლება, ადამიანი ნამდვილად კეთილსინდისიერი იყოს, მაგრამ მან უნებლიეთ მოგაწოდოთ გადაუმოწმებელი ინფორმაცია. ამიტომ დაფიქრდით, ვიდრე გაცხარდებით და ყველაფერი გადაამოწმეთ. თქვენს პირად ცხოვრებაში ჰარმონია სუფევს.
თევზი
ამ დღეს იზრდება თქვენი საქმიანი, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი. ეცადეთ, საკუთარი თავი იპოვოთ და სხვა ადამიანის გავლენის ქვეშ არ მოქცეთ. ეს დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში შეცდომების გარეშე. ბევრი თევზი თავის გამოჩენას შეძლებს. პირად ცხოვრებაში შესაძლოა, ყველაფერი მიიღოთ ან საერთოდ ნულზე დარჩეთ – ეს დამოკიდებული იქნება თქვენი და თქვენი პარტნიორის ემოციური განწყობის თანხვედრაზე.
კომენტარები