მსოფლიო
საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა
2020-11-30 23:00:15
კიდევ ერთი პაციენტის სიცოცხლე შეიწირა კოორნავირუსმა საქართველოში. AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, 19 წლის გოგონა, რომელიც თავდაპირველად მკურნალობას კოვიდ-სასტუმროში გადიოდა, მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, გოგონას თანმდევი დაავადება დიაბეტი ჰქონდა. ამაზე ოჯახის წევრები საუბრობენ.
AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან გოგონას ოჯახის წევრებიც, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 20 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა.
კომენტარები