საზოგადოება
კოვიდ-აფეთქება სამაშველოში - ქვეყანაში მეხანძრეების - მთელი თბილისის მასშტაბით მუშაობას მხოლოდ ორი ჯგუფი განაგრძობს
2020-11-30 10:24:51
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახურში მომხდარი კოვიდ-აფეთქების გამო, ქვეყანაში მეხარძრეების რესურსი ამოწურულია.
მთელი თბილისის მასშტაბით მუშაობას მხოლოდ ორი ჯგუფი განაგრძობს და არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანებიც ვირუსის მატარებლები იყვნენ.
112-ის თანამშრომელი ამბობს, რომ ერთერთ ღამის ჯგუფს ტესტს მიზანმიმართულად არ უკეთებენ, რადგან კორონავირუსის მორიგი შემთხვევა არ დაფიქსირდეს - ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამოძახებაზე გასვლის შემთხვევაში მოსახლეობის ინფიცირებისა და ვირუსის გავრცელების რისკიც მაღალია.
კომენტარები