მსოფლიო
„ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ" - პაატა იმნაძე ეპიდვითარებაზე
2020-11-27 15:15:45
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების პირველი შედეგები 2 კვირის შემდეგ გამოჩნდება.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ აღნიშნა, მოლოდინია იმისა, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და დეკემბრის მეორე ნახევარში მატება აღარ იქნება:
იმნაძემ ყოველდღიურ სტატისტიკაზეც ისაუბრა და შედარებისთვის აღნიშნა, რომ ამჟამად მონაცემების გრაფიკა ჯომოლუნგმაზე ასვლას გავს.
"გაზაფხულზე რომ შემთხვევებს ჯომოლუნგმას ვადარებდი ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ," - აღნიშნა პაატა იმნაძემ
კომენტარები