0 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„გამოცხადდება ხვალ... ყველა ვარიანტი განიხილება, ქალაქების დახურვაც...“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარს აკეთებს. იგი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება.

„ბევრი ვარიანტი განვიხილეთ, კონსულტაციები ისევ გრძელდება... განიხილებოდა საკმაოდ ბევრი სხვადასხვა კომბინაცია, სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ინტენსივობის. კონსულტაციები კიდევ გაგრძელდება და [გადაწყვეტილება] გამოცხადდება ალბათ, ხვალ...” - აცხადებს იმნაძე.

განიხილება თუ არა იმ ქალაქების დახურვა, სადაც საწოლების რაოდენობა არის ამოწურული ან რომელიც საქართველოს კოვიდ რუკაზე წითელი ზონებია, ამაზე იმნაძე პასუხობს, რომ "ყველა ვარიანტი განიხილება".

საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით განიხილავს ყველაფერ იმას, რაც მობილობას მაქსიმალურად დააგდებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები