მსოფლიო
კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევიდან 1 504 თბილისში გამოვლინდა
2020-11-24 11:12:09
კორონავირუსის დღეს დადასტურებული 3 128 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1504 გამოვლინდა, აჭარაში – 576. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
იმერეთში დადასტურდა 212, შიდა ქართლში 101, ქვემო ქართლში – 129, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 189, გურიაში – 87, კახეთში – 116, მცხეთა-მთიანეთში – 105, სამცხე-ჯავახეთში – 97, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 12.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 111 818
- გამოჯანმრთელებულია – 92215
- გარდაცვლილია – 1051
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2102
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3739
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6192
კომენტარები