საზოგადოება
საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულიდან 3 წლამდე ბავშვი გადმოვარდა
2020-11-19 11:32:58
რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 3 წლამდე ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა მე-19 მიკრორაიონში მოხდა
როგორც ადგილობრივებმა “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მცირეწლოვანი მე-7 სართულის აივნიდან გადმოვარდა.
დაშავებული ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო სააგენტო დეტალებს აზუსტებს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურები
კომენტარები