0 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს, სომხური მოსახლეობა სახლებს წვავს

 ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს, სომხური მოსახლეობა სახლებს წვავს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სამმხრივი შეთანხმებით, ქალაქი კარვაჩარი, რომელიც კელბაჯარის რაიონში მდებარეობს, 15 ნოემბერს აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარება.

 მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულებაზე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტები 9 ნოემბერს შეთანხმდნენ, რის შემდეგაც კონფლიქტის ზონაში რუსული სამხედრო კონტინგენტი შევიდა. მხარეთა შეთანხმებით, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ პირველ დეკემბრამდე კელბაჯარის, აგდამისა და ლიჩინის რაიონები გადავა. აზერბაიჯანი კონტროლს შეინარჩუნებს საბრძოლო მოქმედებებისას დაკავებულ ტერიტორიებსა და ქალაქ შუშაზეც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები