სოც. მედია
“რა უნდა ისწავლონ ჩვენმა შვილებმა ამ ისტორიიდან? რომ ძალა აღმართს ხნავს?”
2020-11-13 00:24:34
ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“აი, ახლა პირდაპირ ეთერში ვუყურებ როგორ აჯარიმებს პოლიცია ამ ბიჭს 2000 ლარით. ცრემლებს ვერ იკავებს. და პოლიცია აჯარიმებს ისევ ტრადიციული მეთოდით: როგორც კი გულშემატკივრები სხვებს ჩამორჩებიან, პოლიცია მათ მოიმარტოხელებს და დაუყოვნებლივ აჯარიმებს.
მართლა გული მეგლიჯება თუ როგორ გამოიყურება პოლიციელი დღეს. გული მეწვის ყველა იმ პოლიციელის გამო, რომელსაც დაავალეს ჩაუსაფრდეს გულშემატკივარს, მიეპაროს და ასე დააჯარიმოს ის. რატომ უნდა იმალებოდნენ და შემდეგ ეპარებოდნენ საკუთარ მოქალაქეებს ჩვენი პოლიციელები? ან ეს ბიჭი რას უნდა ფიქრობდეს ახლა? რას უნდა გრძნობდეს? ჯერ
საკუთარ კარში გატანილი გოლის გამო (რომელიც მილიონობით ლარი გვიჯდება), ან თუნდაც ხალხისგან ჩარაზული სტადიონის გამო? ან იმის გამო, რომ მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის აღმოჩნდა ადგილი გულშემატკივართა რიგებში. რა დასკვნა უნდა გამოიტანოს? რა უნდა ისწავლონ ჩვენმა შვილებმა ამ ისტორიიდან? რომ ძალა აღმართს ხნავს? რომ სტადიონზე მხოლოდ “იმათი” ადგილია და არა “ჩვენი”? რომ 2000 ლარით ისჯება ის, ვისაც ზუსტად ისევე უნდება ფეხბურთის თამაში, როგორც ქალაქის მერს, პარლამენტარებს და სხვა თანამდებობის პირებს? ეს თავჩაქინდრული ბიჭი ყველაზე კარგად გამოხატავს რა დღეშია ჩვენი საცოდავი ქვეყანა. მას ეს თამაში 2000 ლარი დაუჯდა. ხოლო მათ, ვინც სტადიონიდან გამოვიდა და ესკორტით ახლა ამ ბიჭს ჩაუქროლავს – გაცილებით ძვირს უნდა იხდიდნენ წესით. მაგრამ გადაიხდიან კი?
აი, ამიტომაც ვერ ვიგებთ ფეხბურთს. და ამიტომაც ვერ მივდივართ წინ.”
კომენტარები