მსოფლიო
ეპიდემიის ზრდის გამო 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს სახალხო მსვლელობა არ გაიმართება - საპატრიარქო
2020-11-12 16:19:16
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო, 13 ნოემბერს, 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს სახალხო მსვლელობა აღარ გაიმართება.
„პარასკევს, 13 ნოემბერს, არის ხსენება თბილისში ჯალალ ედ-დინის დროს წამებულ 100 000 ქართველთა. ამ დღეს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით.
ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო, წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. 17.00 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
კომენტარები