მსოფლიო
"უხერხულია, რომ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, მაგრამ ხელისუფლების გადაბარების პროცესს ვერაფერი შეაჩერებს" - ჯო ბაიდენი
2020-11-11 10:24:34
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში ხელისუფლების გადაბარების პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. „უხერხულია, რომ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ვაპირებთ, თანმიმდევრულად წავიდეთ წინ, თავი მოვუყაროთ ჩვენს ადმინისტრაციას და განვიხილოთ, ვის ავირჩევთ მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე და ამას ვერაფერი შეაჩერებს. ფაქტი, რომ მათ არ სურთ აღიარონ, რომ ჩვენ მოვიგეთ, დიდ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს გეგმაზე და იმაზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ წუთიდან 20 იანვრამდე,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა დელავერში სიტყვით გამოსვლისას.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა, რასაც მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ეთანხმება. მისმა საარჩევნო შტაბმა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად რამდენიმე შტატში სარჩელები შეიტანა.
კომენტარები