მსოფლიო
ცესკომ ჯამში 1 027 საჩივარი არ განიხილა
2020-11-10 14:10:12
ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული 1 941 საჩივრიდან 1 027 არ განიხილეს. ამის მიზეზად ცეკსო პროცედურების დარღვევასა და სამართლებრივ შეუსაბამობას ასახელებს.
"კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შემოვიდა დაახლოებით 1941 საჩივარი, აქედან საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს 1272, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 564, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად შეეხებოდა პროცედურულ საკითხებს, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები, საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას. აღსანიშნავია, რომ საჩივრების უმეტესობა, საოლქო საარჩევნო კომისიებში, პროცედურების დარღვევით იყო წარმოდგენილი, რის გამოც, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი, შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეუსაბამობის გამო, დარჩა განუხილველი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმოდგენილი საჩივრებიდან 126", – განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.
კომენტარები