1 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქვეყნის მოსპობა, განადგურება, დაქცევა არ გყოფნით, ახლა გაუბედურებულ, დამცირებულ ხალხზე ცივი წყალი მიუშვით? – ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც გუშინ ცესკოსთან მომხდარ მოვლებეს ეხმაურება.

აღნიშნული განცხადებით ექიმი ხელისუფლებას მიმართავს:

“დასასრულის დასაწყისია ეს, გახსოვდეთ! არავის შეგრჩებათ! ქვეყნის მოსპობა, განადგურება, დაქცევა არ გყოფნით, ახლა გაუბედურებულ, დამცირებულ ხალხზე ცივი წყალი მიუშვით? რას აკეთებთ? სასიკვდილოდ იმეტებთ? ძალიან ცუდად დაამთავრებთ. დაინდეთ საკუთარი თავები. არ შეეგუება ასეთ დამცირებას ხალხი. დასაკარგიც აღარაფერია. რაც უფრო გაამწვავებთ და დაუნდობლად მოიქცევით, ასეთივე დაუნდობელი იქნება დასასრულიც. გონზე მოდით და დაუბრუნეთ ხალხს არჩევანის უფლება! P.S. ყველა ინტელექტუალი მორალისტის საყურადღებოდ; თქვენი დაუთოებული კონფორმიზმით ფორმდება ეს გაუგონარი ძალადობა და უსამართლობა! ყველაზე ბაზისური ადამიანური უფლების წართმევა არ მართლდება არანაირი ფსევდოჰუმანიზმით. გახსოვდეთ!” – წერს გურული

კომენტარები

მსგავსი სიახლეები