0 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას - ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები“, - ნიკა მელია

ოპოზიციური პარტიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები ცესკოსთან გადაინაცვლებენ, სადაც მათივე განცხადებით, „დღეიდან ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა“.

 

ამასთან, როგორც ოპოზიციური სპექტრის სახელით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ განაცხადა, ოპოზიციის გადაწყვეტილებაა, რომ „ხალხი იქნება გარეთ ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში“.

 

„8 საათამდე ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომ წამოსულიყო კომპრომისზე. ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე. ეს კონტაქტი შედგა ოპოზიციას და კობახიძე-თალაკვაძეს შორის და ბოლო ინფორმაცია არის, ხვალ იქნებ დაველაპარაკოთო.

 

სანამ შეხვედრა არ შედგება, არც ერთ ჩვენგანს არანაირი ჰიპოტეტური დაპირებისა, არ სჯერა.

 

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამას სჭირდება ახლა აღსრულება - ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. ჩვენ ახლა ყველამ ერთად, ვინც ვართ და ძალიან ბევრნი ვართ, უნდა გადავინაცვლოთ და იქ დავრჩეთ და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას - ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები“, - განაცხადა მელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები