საზოგადოება
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებსა და თანამშრომელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
2020-11-05 13:04:37
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსით ინფიცირების რამდენინე შემთხვევა გამოვლინდა. პანსიონატის დირექტორის, მალხაზ ბადირეიშვილის ინფორმაციით, ინფოცირებულია სამი ბენეფიციარი და ათი თანამშრომელი. ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
დამატებით ასევე ელოდებიან კიდევ პირის ტესტის პასუხს. მათი ვარაუდით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.
დირექტორის ინფორმაციით, დაინფიცირება, სავარაუდოდ, უსიმპტომო თანამშრომლისგან მოხდა. პანსიონატში კარანტინია და როგორც ბენეფიციარები, ასევე თანამშრომლები შენობაში ცხოვრობენ.
ხანდაზმულთა სახლში სულ 98 ბენეფიციარი ჰყავთ.
კომენტარები