საზოგადოება
ვინ არის 12 წლის გოგონა, რომელიც სწრაფად მომავალმა მანქანამ შეიწირა
2020-11-04 09:35:07
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში იმ დროს მოხდა, როდესაც ორი გოგო მოპედით გადაადგილდებოდა. მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
12 წლის სალომე მთვარელიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მისი და კი მძიმედ დაშავდა. ის რეანიმობილით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. გარდაცვლილიც და დაშავებულიც ჩუმლაყის ტაძრის წინამძღვრის მამა გრიგოლ მთვარელიშვილის შვილები არიან.
კომენტარები