მსოფლიო
მოეწყობა თუ არა თბილისის სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტალი - ტიკარაძე
2020-10-29 12:09:51
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდამ გვესმის, რომ არ არის საწოლფონდი საკმარისი, პაციენტებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა სურვილისამებრ აირჩიონ საავადმყოფოები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების სემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, სპორტის სასახლეში, რომ საველე ჰოსპიტალი მოეწყოს ეს პირველ რიგში ძალიან დიდი ემოციური გარდატეხის საფუძველი იქნება და ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად შეეცდება მკურნალობის პერიოდში პაციენტებს სრული კომფორტი ჰქონდეთ.
"ჯერ ვიფიქროთ იმაზე თუ რამდენად მოისურვებდა ქართველი პაციენტი სპორტის სასახლეში განთავსებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდამ გვესმის, რომ არ არის საწოლფონდი, ჩვენთან არის მუდმივი ზარები იმის შესახებ თუ რომელ ჰოსპიტალში ურჩევნია პაციენტს განთავსება და ისინი ჯერ კიდევ არჩევენ საავადმყოფოებს. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ეს პირველ რიგში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური გარდატეხის საფუძველი, და ვინაიდან კორონავირუსი თავისი მიმდინარეობით საკმაოდ მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას ჩვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ეს ნამდვილად საზრუნავია და მე ყველანაირად ვეცდები და ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად არის ჩართული იმ მიმართულებით, რომ ჩვენს პაციენტებს მკურნალობის პერიოდში ჰქონდეთ სრული კომფორტი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კომენტარები