1 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიკროავტობუსი გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა – არიან დაშავებულებიც

“მთავარი” ავრცელებს კადრებს, როგორ შეეჯახა მიკროავტობუსი გაჩერებულ ავტომანქანებს. 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გაბრიელ სალოსის გამზირზე, ყვითელი მიკროავტობუსი გაჩერებულ 3 მანქანას შეეჯახა. 

თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, მსუბუქად დაშავდა,  

დაშავებულები არიან მგზავრებიც, ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები