1 2 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“კლინიკიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი, ფეხით გამომიშვეს, 4 კილომეტრზე მეტი ვიარე” – ნოდიკო ტატიშვილი

“კლინიკიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი, ფეხით გამომიშვეს. 4 კილომეტრზე მეტი ვიარე”-ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი ვირუსის მართვის ხარვეზებზე საუბრობს. მისი თქმით, სასწრაფომ საავადმყოფოდან სახლში არ გადაიყვანა რადგან პროტოკოლით სასწრაფოს  არ ეკუთვნის პაციენტის სახლში წაყვანა, რის გამოც ინფიცირებულ ტატიშვილს სახლში დაბრუნება ფეხით მოუწია.

“კლინიკასთან მოვაგვარე, რომ მივეღე. ძალიან რთული სიტუაციაა. ვუსმენდი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და რაღაცებზე ცოტა მეცინებოდა. გამოკვლევები რომ დამთავრდა, სასწრაფოს ვურეკავდი, რომ სახლში გადავეყვანე და მითხრეს, რომ ტაქსით წავსულიყავი კოვიდინფიცირებული. როცა ვუპასუხე, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი. მერე დამაკვალიანეს, სხვა გზა არ არის, სასწრაფოს პროტოკოლით არ ეკუთვნის პაციენტის უკან სახლში გადაყვანაო. ხომ არ მოვითხოვდი კლინიკაში დაწვენას, უფრო მძიმე პაციენტები უფრო საჭიროებენ კლინიკაში განთავსებას, ვიდრე მე. მერე ავდექი და სახლში ფეხით წავედი. დაახლოებით 4 კილომეტრზე მეტი გავიარე. როცა მივედი სახლში, ვიყავი ძალიან ცუდად. უხერხულია დეტალების მოყოლა. მივხვდი, რომ უფრო მეტად გამირთულდა სუნთქვა, გუშინ განსაკუთრებულად ვერ ვიგრძენი თავი და გადმოვედი ბჭორიშვილის კლინიკაში. საოცარი პერსონალია და ყურადღებას მაქცევენ…“-განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები