მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მზად არის დათმობებზე წავიდეს, თუ აზერბაიჯანი მზად იქნება იგივე ნაბიჯი გადადგას
2020-10-06 23:51:24
მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტში სომხეთი მზად არის დათმობებზე წავიდეს, თუ აზერბაიჯანი მზად იქნება იგივე ნაბიჯი გადადგას, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სააგენტო „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში.
„კონფლიქტი ორმხრივი დათმობების საფუძველზე უნდა დარეგულირდეს. მთიანი ყარაბაღი და სომხეთი მზად არიან ასეთი დათმობებისთვის, თუ ბაქო მზად იქნება თანაზომიერ დათმობებზე წამოვიდეს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
კომენტარები