სოც. მედია
“გოგონას გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ და სულ მივადევნებთ თვალ-ყურს – თიკა საუკეთესო განათლებას მიიღებს” – გიორგი კეკელიძე
2020-10-05 23:59:43
ხელვაჩაურში, სტიქიას შეწირული ოჯახის ერთადერთ გადარჩენილ წევრს პატარა თიკა თედორაძეს გურული დღიურები სტიპენდიას დაუნიშნავს და საუკეთესო განათლებას მისცემს.
ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე წერს:
“ხელვაჩაურში, სტიქიას შეწირული ოჯახიდან, ცოცხალი მხოლოდ 12 წლის თიკა თედორაძე დარჩა. გოგონას დეკემბრიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ და მერეც სულ მივადევნებთ თვალ-ყურს – თიკა საუკეთესო განათლებას მიიღებს” – წერს კეკელიძე.
კომენტარები