1 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- მარნეულის ინციდენტის მონაწილეთა გირაოთი გათავისუფლება, წინასაარჩევნოდ, ძალადობას წაახალისებს

მარნეულის ინციდენტში მონაწილეთა 5000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობას კიდევ უფრო წაახალისებს. - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის რეგიონული ჯგუფის უფროსმა, მარნეულის ოლქის დამკვირვებელმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროკურატურამ მოძალადეებისთვის 5000 ლარიანი გირაო მოითხოვა, რაც მოჩვენებით სამართალზე მიუთითებს. „დასჯილია ღამის ინციდენტში  მონაწილე მხოლოდ ორი პირი, თუმცა საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ დასაკავებელია მინიმუმ კიდევ ორი პირი - ლაშა ჩხიტუნიძე მარნეულის N89-ე საუბნო კომისიის მდივანი და შერმადინ ბოჭოიძე, მარნეულის საკრებულოს იურისტი,“- განაცხადა მუმლაძემ.

მარნეულის ოლქის დამკვირვებელი მომხდარზე პასუხისმგებლობას ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას აკისრებს. „28 სექტემბერს, ცესკოს სხდომაზე თამარ ჟვანია გავაფრთხილე, რომ მარნეულში სიტუაცია იძაბებოდა, თუმცა ის სხდომიდან გაძევებით დამემუქრა. უშუალოდ თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობაა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქვედა დონეზე სხვადასხვა პარტიიდან ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ“- აღნიშნა მუმლაძემ.

საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე  „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო მისიის დირექტორმა ლაშა ფარულავამაც.

მისი თქმით, ცესკო ვალდებულია, გააძლიეროს ზედამხედველობა ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ და მიუკერძოებელ გარემოში ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რაც, საბოლოოდ, არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს დააყენებს დღის წესრიგი.

ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ მადლობა გადაუხადა მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მხარდაჭერისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლის გიორგი  მუმლაძის მიმართ მარნეულში განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამო და აღნიშნა, რომ არა მედიისა და პარტნიორების თანადგომა, ხელისუფლება მუმლაძეს დაზარალებულად არ ცნობდა და „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს არ ექნებოდა შესაძლებლობა უშუალოდ გასცნობოდა საქმის მასალებს.

2020 წლის 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ინცინდენტის დროს, როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, გიორგი მუმლაძეს არ მიეცა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების და მომხდარზე დაკვირვების შესაძლებლობა. მუმლაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ "ქართული ოცნების" აქტივისტები, მათ შორის, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსი ამირან გიორგაძე. მომხდარის გამო გიორგი მუმლაძე 4 ოქტომბერს პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...