0 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“არც მე მომწონს არც ერთი პარტიის სია – დაიკიდეთ, მეასე ნომრით შევედი პარლამენტში”

“მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში წერს:

“მეგობრებო, ყველასი იმედგაცრუებაც და გაბრაზებაც მესმის და არც მე მომწონს პრაქტიკულად არც ერთი პარტიის სია. მაგრამ, ენდეთ ჩემს 17წლიან გამოცდილებას პოლიტიკაში ყოფნის/დაკვირვების/ანალიზის: არასდროს საპარლამენტო სია არჩევნებს არ იგებს. მეტიც, არათუ გადამწყვეტ, პრაქტიკულად მეტნაკლებად მნიშნელოვან როლსაც არ თამაშობს. არც სიების შედგენაზე და მერე მათ განხილვაზე ტოქსიკური პროცესი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ლიდერებზე და პერსონებზე ორეიენტირებულად რჩება დღემდე და დარჩება კიდევ დიდ ხანს (ათწლეულები მინიმუმ), როგორც დაბალი პარტიული კულტურის, სამხრეთულ პოსტსაბჭოთა ქვეყანას “შეშვენის”.

ასე რომ, დაიკიდეთ და ნუ აცდებით მთავარ მიზანს – ბიძინაა დასამარცხებელი (და არა მისი სია) და ქვეყანააა გასათავისუფლებელი.

ps ერთადერთხელ ვიყავი პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან და მეასე ნომრით შევედი პარლამენტში. მეგობრები ხუმრობით (ზოგი დაცინვით) “სოტოვის” მეძახდნენ”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები