კრიმინალი
გორში გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
2020-07-23 10:39:37
გორში, გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
ბრალდებული გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო. საქმეზე გამოძიებას შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურა აწარმოებს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელმა 35 წლამდე ქალზე სამსახურებრივ მანქანაში იძალადა.
კომენტარები