მსოფლიო
სომხეთში, 24 საათში, კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა
2020-07-10 12:53:35
სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 903 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 546-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 18 709 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 471 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.
კომენტარები