კრიმინალი
პოლიციამ 40 ადამიანის გაუპატიურებაში ბრალდებული პირი დააკავა
2020-06-11 10:37:01
ნიგერიის პოლიციამ 40 ადამიანის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავა.
ქალაქ დანგორას მოსახლეობამ კაცი მას შემდეგ დაიჭირა, რაც ის ერთ-ერთმა ქალმა თავისი შვილების საძინებელში აღმოაჩინა. კაცმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მეზობლები გაეკიდნენ, დაიჭირეს და პოლიციას გადასცეს.
გაუპატიურებების სერია ქალაქში 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის 10 წლის ასაკის ბავშვი და 80 წლის ქალი იყვნენ. ქალაქის მოსახლეობა ამბობს, რომ ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ მშვიდად დაიძინებენ.
კომენტარები