0 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯანმოს მთავარი მეცნიერი: მსოფლიოს ხუთი წელი დასჭირდება იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემია სრულად გააკონტროლოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის, სუმია სვამინატანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.

გამოცემა Financial Times-ის გლობალურ ვებინარში გამოსვლისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ხუთი წელი დასჭირდება იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემია სრულად გააკონტროლოს.

„მე ვიტყოდი, რომ ხუთი წელი ის პერიოდია, რომელიც პანდემიის სრულად გასაკონტროლებლად დაგვჭირდება“, - განაცხადა მან.

სუმია სვამინატანის განმარტებით, ამ მომენტში ვაქცინა კარგი გამოსავალი იქნებოდა, თუმცა უამრავი კითხვები არსებობს ვაქცინის უსაფრთხოებასთან, წარმოებასა და სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 4.3 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 297 465 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები