0 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანგელა მერკელი: ვცდილობ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და შემდეგ კი ვხედავთ, რომ გერმანიის პარლამენტზე კიბერშეტევას ახორციელებენ

 გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკმელის ანაცხადა, მას წონადი მტკიცებულება აქვს იმის თაობაზე, რომ რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა გერმანიის პარლამენტზე.

 ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ 2015 წელს მომხდარი ჰაკერული შეტევა აშკარად ძირს უთხრის რუსეთთან სანდო თანამშრომლობას.

 „გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტკივილს მაყენებს. ერთი მხრივ, ვცდილობ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და შემდეგ კი ვხედავთ, რომ არსებობს წონადი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსეთი ასეთ ოპერაციებს ატარებს. რუსეთთან კარგი ურთიერთობების სურვილის მიუხედავად ამას ვერ ამოვშლი ჩემი გულიდან. ეს ძალიან არასასიამოვნო და აღმაშფოთებელია“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 8 მაისს, გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 2015 წელს რუსმა ჰაკერებმა ანგელა მერკელის ელექტრონული ფოსტა გატეხეს, რის შედეგადაც რუსული სამხედრო დაზვერვისთვის ათასობით ელექტრონული წერილი გახდა ხელისაწვდომი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები