კრიმინალი
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამამთილი რძალს ფიზიკურად გაუსწორდა - მიზეზი სავარაუდოდ, ფეისბუქის მოხმარებაა
2020-05-11 16:49:59
ოჯახში ძალადობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამამთილი რძალს ფიზიკურად გაუსწორდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამამთილმა რძალს Facebook-ის მოხმარების გამო სცემა. მოძალადე მამამთილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში imedinews-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც მოძალადე მამამთილი დააკავა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა
კომენტარები