მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 369 ადამიანი გარდაიცვალა
2020-05-06 23:57:00
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 369 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში, მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 29 684 შეადგინა.
რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 1 444 ადამიანი დაავადდა. იტალიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 214 457 აღწევს. აქედან 94 000-მდე პაციენტი ვირუსისგან განიკურნა. ამჟამად მკურნალობას გადის 91 000-ზე მეტი პირი. მათგან 1 300 პაციენტის, ანუ 1%-ის მდგომარეობა მძიმეა.
იტალია, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვით მესამე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. იტალია კორონავირუსის ეპიდემიით ევროპაში ერთ-ერთი პირველი დაზარალდა.
კომენტარები