მსოფლიო
ჩინეთში ტურისტული ზონები 3-თვიანი დახურვის შემდეგ იხსნება
2020-04-30 12:12:53
ჩინეთში ტურისტული ზონების ნაწილი 3-თვიანი დახურვის შემდეგ იხსნება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყანაში 5-დღიანი დღესასწაული 1 მაისს იწყება და სწორედ მაშინ გაიხსნება ტურისტული ზონები, მაგრამ ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნება – წერს ადგილობრივი მედია.
რისტული ადგილზე შესვლა მკაცრად გაკონტროლდება და დამთვალიერებლებს რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ:
პირადობის დარეგისტრირება
ტემპერატურის კონტროლი
პირბადის ტარება
მათი ჯანმრთელობის შეფასება QR კოდით მოხდება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას აჩვენებს.
რამდენიმე ცხელი წერტილი შეზღუდვით იხსნება. თუ გასულ წლებში დღეში აქ 80 000-მდე ვიზიტორს შეეძლო შესვლა, დღეს ეს ციფრი 5 000-მდე ჩამოვიდა.
კომენტარები