კრიმინალი
ყინწვისის მონასტრის ერთ ერთი მღვდელმსახური შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა
2020-04-27 18:14:10
ყინწვისის მონასტრის ერთ ერთი მღვდელმსახური შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა;
გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის 20 აპრილს მოხდა.
კომენტარები