მსოფლიო
საქართველოს ელჩი თურქეთში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს
2020-04-21 11:48:42
თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც Facebook-ზე წერს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 22 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ქვეყნის 31 ქალაქში ეკრძალებათ.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 22 აპრილის 00:00 საათიდან 26 აპრილის 00:00 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.
ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“,- წერს გიორგი ჯანჯღავა.
კომენტარები