1 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკა მელია: “მოსახლოებას ჰკითხეთ როგორია დარჩე ცარიელ სახლში, ულუკმაპუროდ ..თქვენ რას ფიქრობთ, ოპოზიციამ უნდა დაუჭიროს მხარი თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას?”

ნაციონალური მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"საგანგებო მდგომარეობაზე

 

21 აპრილს სრულდება საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათის ჩათვლით. სავარაუდოდ  მთავრობა მისი გაგრძელების  წინადადებით მიმართავს პარლამენტს. 

 

ოპოზიცია დილემის წინაშეა - დაუჭიროს თუ არა მხარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას?! 

 

სასწორის ერთ პინაზე დევს  ვირუსის აფეთქების საფრთხე, თუ შეზღუდვები მოიხსნა, მეორე პინაზე კი - გარდაუვალი შიმშილის საფრთხე, თუ შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნდა. 

 

ორივე შემთხვევაში საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს. მართლაც რა მნიშვნელობა აქვს, ვირუსით მოკვდები თუ შიმშილით დაგეხუთება სული?! 

 

რა გზას უნდა დაადგეს ქვეყანა და რა პოზიცია უნდა დაიკავოს ოპოზიციამ? 

 

ჩემი აზრით, კომენდანტის საათი ერთმნიშვნელოვნად გასაუქმებელია.

 

ხელისუფლება დღემდე ვერ გვპასუხობს, რას ემსახურება კომენდანტის საათი, რა მხრივ აფერხებს ვირუსის გავრცელებას?  რას ისახავს მიზნად? 

 

რაც შეეხება საგანგებო მდომარეობის  და „დარჩი სახლშის“ კამპანიის გაგრძელელებას, ჩემი აზრით, ამ ზომების შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ხელისუფლება რეალურად დაეხმარება უსამსახუროდ დარჩენილ, სახლებში ულუკმაპუროდ გამოკეტილ მოსახლოებას. ვიმეორებ, თუ რეალურად დაეხმარება.

 

ცარიელი „დარჩი სახლშის“ ძახილი იოლია,  მაგრამ ერთი მოსახლოებას ჰკითხეთ როგორია დარჩე ცარიელ სახლში, ულუკმაპუროდ.

 

ლუკმა პურის გარეშე მხოლოდ დათვები რჩებიან ზამთრობით თავის ბუნაგში, აქ დათვი არავინ არ არის.

 

ხელისუფლებამ ნება უნდა ინებოს და დაეხმაროს მოსახელობას და თუ არ/ვერ ეხმარებიან, აღარ გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა.

 

დიახ, საქართველოს მთავრობა, თუ ადამიანებს  სიცოცხლის უფლებას არ უტოვებთ, სიკვდილის არჩევის უფლება მაინც დაუტოვეთ, მოხსენით შეზღუდვები და ყველამ თვითონ გადაწყვიტოს - დარჩეს სახლში და მოკვდეს შიმშილით, თუ გავიდეს სამუშაოდ და მოკვდეს ვირუსით. 

 

ეს ჩემი აზრია, ჩემი განწყობა, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო? რა პოზიცია უნდა დაიკავოს ოპოზიციამ? უნდა დაუჭიროს მხარი თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას?"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები