1 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ზუგდიდში 65 წლამდე მამაკაცი 22 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში 65 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი დღეს დააკავეს და მეზობლის, 22 წლის გოგონას გაუპატიურება ედება ბრალად. ნათესავები პირად საუბრებში ამბობენ, რომ გოგონა შშმ პირია. მას უკვე ჩაუტარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის დნმ ანალიზიც.

ფაქტის გახმაურების შემდეგ, გოგონას ახლობლები და სოფლის სხვა მცხოვრებლები ბრალდებულის სახლთან მივიდნენ. ადგილზე მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1955 წელს დაბადებული პირი დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

„სავარაუდო მსხვერპლისა და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია სამი პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები