0 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

სასიკვდილო ვირუსი, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის - რა უნდა ვიცოდეთ..

ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსზე დადასტურდა, რომ ის ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ამ ვირუსით ჩინეთში უკვე 217 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 3 გარდაიცვალა.

 ვირუსი ასევე ჩინეთის ფარგლებს გარეთაც დაფიქსირდა, იაპონიაში, ტაილანდში და სამხრეთ კორეაში ინფიცირების 4 შემთხვევა გამოვლინდა. 

ეს გახლავთ ვირუსების ფართო ოჯახი, რომელშიც შედის როგორც ზოგადი გაციება, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი უფრო სერიოზული დაავადება.

კორონავირუსი იმ ვირუსების ჯგუფია, რომლებიც იწვევს რესპირატორულ ინფექციებს, დაწყებული ზოგადი გაციებით, მწვავე რესპირატორული სინდრომითა და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომით დამთავრებული. ჩინეთში გამოჩენილი ვირუსი მეშვიდეა კორონავირუსების ჯგუფში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები