შოუბიზნესი
“მინდა ყველას ბოდიში მოგიხადოთ…” – ზურა ხაჩიძე თოდუას კლინიკაში მეუღლესთან, ხათუნა ჟორნადიასთან ერთად გადაღებული ფოტოს აქვეყნებს
2019-12-09 13:40:08
მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდის და წერს:
“ყველას მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ასე განერვიულებთ ჩვენი განსაცდელით და ამავე დროს დიდი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის! ვერ აგიხსნით რამდენი კეთილის მსურველი მწერს! მადლობა, მადლობა, მადლობა! მიყვარხარ! ” – წერს ზურა ხაჩიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ამასთან, მომღერალმა თოდუას კლინიკაში მეუღლესთან, ხათუნა ჟორნადიასთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წარწერით:
„Bao & Zura ❤️ ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ხათუნა! ამინ“
კომენტარები