პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც ბიზნესპარტნიორი მოკლა, ცხედარი ლითონის კასრში მოათავსა, ცეცხლი წაუკიდა და მდინარეში გადააგდო
2019-12-02 13:22:57
პოლიციამ 2018 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - 1979 წელს დაბადებული, წარსულში გამოძალვისთვის ნასამართლევი ა.ტ.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2018 წლის მაისში, ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის სანაპიროზე, ლითონის კასრში ნაპოვნი იქნა მამაკაცის დამწვარი ცხედარი. ბიოლოგიური ექსპერტიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდა გარდაცვლილი პირის ვინაობის დადგენა - იგი 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. აღმოჩნდა.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ა.ტ.-მ 2018 წლის მაისში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფინანსური დავის გამო, კუთვნილი არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით თავისი ბიზნესპარტნიორი - ნ. ქ. მოკლა. ბრალდებულმა ცხედარი, დანაშაულის დაფარვისა და კვალის წაშლის მიზნით, ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. ა.ტ.-მ ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები