მსოფლიო
ხარაგაულში მასწავლებელი უფროსკლასელ მოსწავლესთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა
2019-11-11 23:45:22
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა, რის გამოც 8 ნოემბერს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული. მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
კომენტარები