1 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც 65 წლის ტაქსის მძღოლი სასიკვდილოდ გაიმეტა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.  უწყების ცნობით, ცხელ კვალზე დაკავებულია 1996 წელს დაბადებული პირი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები