1 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

საგამოძიებო სამსახურმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე პასუხისგებაში მისცა შვიდი პირი.

შვიდიდან ორი ბრალდებული დაკავებულია. ერთი მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი, ხოლო, მეორე ყოფილი თანამშრომელია.

საგამოძიები სამსახურის განცხადებით, „ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, 50 000 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი 4 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ასევე, გაყალბებული დოკუმენტების მეშვეობით შეეცადნენ საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გაეტარებინათ ხსენებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, 4 690 კვ. მეტრი მიწის ფართობი, რომლის ღირებულება 53 000 ლარს შეადგენს.“

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მიწის ნაკვეთი დაყადაღებულია და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილებისმიზნით.

უკვე ბრალდებულ პირებს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ემუქრება 6-დან 9 წლამდე პატიმრობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები