მსოფლიო
EMUI 10 მომხმარებელს განახლებულ შესაძლებლობებს სთავაზობს
2019-08-22 13:50:25
კომპანია HUAWEI აგრძელებს ინვესტიციების განახორციელებას EMUI-ს კვლევისა და განვითარების მიმართულებით, რათა მაქსიმალურად გააუმჯობესოს სისტემის შეუფერხებელი მუშაობა. სწორედ ამის, დასტურია, რომ სულ ცოტა ხნის წინ კომაპნიამ მომხმარებელს სხვადასხვა მოწყობილობაზე გათვლილ EMUI 10 შესთავაზა, რომელიც ამცირებს დანახარჯებს და ზრდის ეფექტიანობას.
და მაინც, რით გამორიჩევა ახალი ინტერფეისი და რა განახლებულ შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებელს? მისი უპირატესობები დეველოპერულ კონგრესზე იქნა განხილული, სადაც EMUI 10 HUAWEI- ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის განყოფილების პრეზიდენტმა, ვონგ ჩენგლუმ ოფიციალურად წარადგინა.
EMUI 10 გვთავაზობს სამ ძირითად სიახლეს: UX დიზაინს, გაუმჯობესებულ ფუნქციონირებას ყველა გარემოებაში და ოპერაციების შეუფერხებელად შესრულების ახალ სტანდარტს. მომხმარებლებს. კვლეებმა აჩვენა, რომ ფერი განსხვავებულად აღიქმება ღია და მუქ ფონზე. შესაბამისად, მუქი ფონი ფერებს და წარწერებს უფრო კონსტრასტულად წარმოაჩენს და მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული ხდება გამოსაყენებლად. EMUI 10 რევოლუციური ტექნოლოგიის საშუალებით უზრუნველყოფს HD ვიდეო ზარების მხარდაჭერას სხვადასხვა მოწყობილობისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ აუდიო და ვიდეო ზარები ნებისმიერ დროსა და ადგილას. ახალ ტექნოლოგიასთან ერთად სამუშაო პროცესიც უფრო გამარტივებულია, მას შეუძლია სმარტფონის ეკრანი გაუზიაროს კომპიუტერს რათა უფრო სწრაფად და მარტივად წარიმართოს მონაცემთა გაცვლის პროცესი.
HUAWEI დიდ ყურადღებას აქცევს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემებს. შესაბამისად, პროდუქტის გასაუმჯობესებლად კომპანია აქტიურად მუშაობს საიმედო უსაფრთხოების სისტემის შექმნაზეც.
სმარტ მოწყობილობები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება და ამასთანავე იზრდება აპლიკაციების ეკოსისტემა, მოწყობილობათა და მომხმარებელთა რიცხვი. აქედან გამომდინარე, დეველოპერები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, როდესაც უწევთ უამრავი მოწყობილობის ადაპტაცია, მრავალი ენის გამოყენება და მონაცემთა კონვერტაცია სხვადასხვა მოწყობილობებისთვის.
ბოლო წლების განმავლობაში, HUAWEI -ს მობილური ტელეფონების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. წელს კომპანიაში, 5 თვის გაყიდვების მაჩვენებელმა 100 მილიონს მიაღწია. ხოლო მომავალში EMUI მომხმარებელს მეტ აპლიკაციასა და სინერგიულ მოწყობილობათ შორის გამოცდილებას ჰპირდება, რაც საკმოდ გაზრდის გაყიდვების რიცხვსაც. HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარები