კრიმინალი
პეკინის ქუჩაზე „აიტექნიკსის" მაღაზიიდან ტელეფონები მოიპარეს
2019-07-16 11:34:09
პეკინის ქუჩაზე „აიტექნიკსის“ მაღაზია გაქურდეს. დამნაშავეებმა მაღაზიის შუშა ჩაამტვრიეს, მაღაზიაში შეაღწიეს და მობილური ტელეფონები წაიღეს.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიის დატოვებისას მათ რამდენიმე ტელეფონი პეკინის ქუჩაზე დაუვარდათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დროისთვის ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
კომენტარები