1 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ჩემი შვილი განერვიულებული მოვიდა ბაღიდან, ჯგუფელებს ვეჩხუბეო, იმიტომ რომ მეუბნეოდნენ, რუსთავი 2 -ში მატყუარები მუშაობენ და მამაშენიც მატყუარააო"

„რუსთავი2“-ის წამყვანის მიხეილ სესიაშვილის შვილს ბაღში მამის სამუშაო ადგილის გამო აბულინგებენ. 

"ჩემი შვილი გაბრაზებული და განერვიულებული მოვიდა ბაღიდან,ჯგუფელებს ვეჩხუბეო,იმიტომ რომ მეუბნეოდნენ, რუსთავი 2 -ში მატყუარები მუშაობენ და მამაშენიც მატყუარაა...ხოდა ამ ბავშვების მშობლების საყურადღებოდ,აბა ცოტა თავს შემოუძახეთ და დაფიქრდით რას ლაპარაკობთ თვენი შვილების თანდასწრებით,რადგან ასეთი ქმედებით შეიძლება(თქვენი შვილი თუ არ გაღელვაბთ)სხვის შვილს მიაყენო სერიოზული ზიანი,ჩამოუყალიბო უამრავი კომპლექსი და დაუნგრიო ავტორიტეტები 6 წლის ასაკში!!!პ.ს. მეც მინდოდა მეთქვა საპასუხოდ რა ეთქვა ალექსანდრეს მისი თანაჯგუფელებისთვის,მაგრამ ვხვდები რომ ბავშის გონების ასე დაბინძურება არ შეიძლება!!!!!"-წერს სესიაშვილის მეუღლე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,კომენტარს აკეტებს თავად ჟურნალისტიც:

უბინძურეს ქვეყანაში ვცხოვრობთ !!! 6 წლის ბავშვის პოლიტიკური ნიშნით დაბულინგება აღარაფერში არ წერია. თუ ჩემთან რამე პრეტენზია გაქვთ, იცით სადაც მიპოვოთ. არასდროს დავმალურვარ და ყოველთვის პასუხს ვაგებ ჩემს თავზე. მაგრამ ბავშვებთან სიბინძურების ქექვა არის ბოროტება !!!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები